არასამთავრობოები ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიმართ ზეწოლაზე საუბრობენ
პოლიტიკა - 12:09, 30 May, 2014     1524

არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე ზეწოლაზე საუბრობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ, "საერთაშორისო "გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და საიას ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ ერთობლი პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის შედეგად ხსნიან. არასამთავრობოს წარმომადგენლების განცხადებით, ამ ეტაპზე საკუთარი კანდიდატურა ზეწოლი შედეგად 32-მა კანდიდატმა მოხსნა.

მათი თქმით, "სახალხო პარტიის" მცხეთის წარმომადგენელი ლაშა ბოლოთაშვილი აცხადებს, რომ კანდიდატებზე ზეწოლა მცხეთის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განახორციელა.

"ზეწოლა მიმდინარეობს ძირითადად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებზე, თუმცა დაფიქსირდა სხვა პოლიტიკური ძალების კანდიდატებზე ზეწოლაც. მუქარა ძირითადად ოჯახის წევრების მიმართ გამოიხატება, რომ ისინი გათავისუფლდებიან სხვადასხვა დაკავებული თანამდებობიდან. ამას აქვს მასშტაბური ხასიათი. ზეწოლაში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი თვითმართველობის თანამდებობის პირები, ასევე გაჟღერდა დეპუტატის და მოქმედი გამგებლების სახელებიც, ასევე სამართალდამცავების ჩართულობაც დაფიქსირდა", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კახა კოჟორიძის თქმით, ადამიანის მიმართ მუქარა და ზეწოლა სისხლის სამართლის დანაშაულია და პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებამ შესაძლოა სხვა საფრთხეებიც შექმნას. კერძოდ, პარტიულ სიაში კანდიდატების არასაკმარისი რაოდენობის გამო, შესაძლოა პარტია რეგისტრაციიდან საერთოდ მოიხსნას.

არასამთავრობოების წარმომადგენლების ინფორმაციით, მსგავსმა ფაქტებმა უკვე ტენდენციის ხასიათი მიიღო. ამ ეტაპზე ცნობილია ხუთი რეგიონის ათ ოლქში მომხდარი მსგავსი შემთხვევის შესახებ. ყველზე რთული მდგომარეობა ამ მხრივ დმანისშია.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, დაინტერესდნენ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებით და აღკვეთონ საარჩევნო კანდიდატებსა თუ პარტიების აქტივისტებზე ყოველგვარი ზეწოლა. ასევე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესწავლისკენ მოუწოდებენ უწყებათაშორის კომისიას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42