ყოფილი მხედრიონელი დოდო გუგეშაშვილი ფიქრობს, რომ თენგიზ კიტოვანი რუსეთის ინტერესებს ატარებს.
„თენგიზაზე გავბრაზდი. ეს შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს თუნდაც იმისთვის, რომ თქვას: აი ეს ხალხი შეაიარაღა თენგიზ კიტოვანმა, ეს ხალხი არსებობს, სადღაც და ვთქვათ აი, რაღაც მოძრაობას იწყებენ“, -აცხადებს დოდო გუგეშაშვილი.
თენგიზ კიტოვანი, რომელიც წლებია მოსკოვში ცოვრობს და 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა, ე.წ. „ბიჭებისთვის“ იარაღის დარიგებას ითხოვს.
"ერთი კვირის წინ ვიყავი კახეთში, ბიჭები ისხდნენ ჩემთან ერთად, ცოტა მოძველბიჭოები. გაგვაჩერა პოლიციამ, გაგვჩხრიკეს. სამარცხვინო საქმე ჩაიდინეს. რას ეძებდნენ, არ ვიცი. ვუთხარი, კიტოვანს ჩხრეკავთ-თქო? მერე ერთ-ერთი გაიყვანეს და ჩუმად უთხრეს, წამალი შენს თავზე აიღეო. ჩვენ დავადგენთ, საიდან მოდის ეს ნარკოტიკები და დავიჭერთ კიდეც მაგ ხალხს... მე სწორედ, იმიტომ ვიყავი ჩასული, რომ დამედგინა, საიდან შემოდის ნარკოტიკები... არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ უნდა მივმართოთ პრეზიდენტს, რათა რამდენიმე კაცს ჩვენი ორგანიზაციიდან მისცეს იარაღის ტარების უფლება. ჩვენ ამ ოპერაციას, რომ ჩავატარებთ, იარაღიც საჭირო იქნება", - აცხადებს თენგიზ კიტოვანი.
მასალის გამოყენების პირობები






