გია ხუროშვილი "ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერს" თბილისის მასშტაბით საბოტაჟში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 19:00, 29 May, 2014     2093

საბურთალოს რაიონის გამგებელი გია ხუროშვილი "ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერს" თბილისის მასშტაბით საბოტაჟში ადანაშაულებს და კომპანიის მიმართ ყველაზე მკაცრი საჯარიმო სანქციების ამოქმედებას მოითხოვს.

გია ხუროშვილის განმარტებით, კომპანიამ ნახევარი ქალაქი გადათხარა და სამუშაოები გააჩერა, არ რეაგირებს მოსახლეობის ზარებზე და არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

„თითქმის ყველა დაწყებულ ობიექტზე ამ ეტაპზე გაჩერებულია სამუშაოები, ასევე სამუშაოების წარმოება შეწყვეტილია სოფელ დიღომში, სადაც მოსახლეობას წყალი 30 წელია არ მიეწოდება და GWP-ის მხრიდან არანაირი პასუხი და სამოქმედო გეგმა არ არსებობს“, - აცხადებს ხუროშვილი

ხუროშვილი შესაბამის ორგანოებს მიმართავს, რომ დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში თბილისის წყლის კომპანია ბაზრიდან გააძეონ და მათთან არსებული ხელშეკრულება შეწყვიტონ.

“მთავრობის უახლოეს სხდომაზე უმკაცრესი საჯარიმო სანქციების ამოქმედების საკითხს დავაყენებ, ასევე დავიწყებ მუშაობას სარჩელზე, რომ ამ კომპანიას შეუწყდეს კონტრაქტი მის მიერ წლების მანძილზე შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის“,- აღნიშნა გია ხუროშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42