კომპანია RMG Gold-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:14, 29 May, 2014     789
კომპანია RMG Gold საყდრისის ლიცენზირებული საბადოს საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე განცხადებას ავრცელებს.

როგორც RMG Gold-ის განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას გააჩნია საყდრისის წიაღისეულის ათვისების სრული საკანონმდებლო უფლება, კომპანია თავს იკავებს სრულმაშტაბიანი სამუშაოების განხორციელებისაგან მონიტორინგის გეგმის საბოლოოდ დადგენამდე.

"ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ კომპანიის განცხადებას:
"როგორც ცნობილია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწვეული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც ადგილზე სიტუაციის გაცნობის შემდეგ სააგენტოს წარუდგინეს შუალედური რეკომენდაციები, საყდრისის საბადოს ათვისების სამუშაოების მონიტორინგთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროში სააგენტო მიიღებს საბოლოო რეკომენდაციებს, რომელთა საფუძველზე დადგინდება კომპანიის მიერ საყდრისის საბადოს ათვისების სამუშაოების მონიტორინგის მიმართულებები, პარამეტრები და შედგება მონიტორინგის გეგმა, რომლის საფუძველზეც შემდგომში განხორციელდება სამუშაოების არქეოლოგიური ზედამხედველობა და მონიტორინგი სააგენტოსა და კომპანიას შორის კოორდინაციის პირობებში, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას დღეისათვის გააჩნია საყდრისის წიაღისეული რესურსების ათვისების სრული საკანონმდებლო უფლება, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ თავს ვიკავებთ სრულმაშტაბიანი სამუშაოების განხორციელებისაგან მონიტორინგის გეგმის საბოლოოდ დადგენამდე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპანია მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42