ჩვენი კოლეგა გვიკვდებოდა და ქართველი ,,ვაჟკაცები“ ბორტზე აჯანყებას გვიწყობდნენ...
სოც.მედია - 16:02, 29 May, 2014     2674

„იმედის“ ჟურნალისტი გურამ როგავა კიევი-თბილისის იმ თვითმფრინავით მგზავრობდა, რომელმაც ავარიული დაშვება როსტოვის აეროპორტში განახორციელა.

საგანგებო დაშვების მიეზეზი ერთ-ერთი მგზავრი იყო, რომელიც შეუძლოდ გახდა. გურამ როგავა მზავრობის დეტალებს სოციალურ ქსელის მეშვეობით ჰყვება.

„წუხელ ქართველი ჟურნალისტები სამშობლოში კიევი-თბილისის რეისით ვბრუნდებოდით, როცა ჩვენი ერთერთი კოლეგა შეუძლოდ გახდა, გონება დაკარგა და რომ არა დათო კაკულიას სწრაფი რეაქცია, ყველაფერი ტრაგედიით დასრულდებოდა.

ჩვენი თხოვნით პილოტმა საგანგებო დაშვება როსტოვში განახორციელა.

ყველაფრის მიუხედავად, არ ველოდით ასეთ ირონიას რუსი მესაზღვრეებისგან და განსაკუთრებით ექიმებისგან (ჰიპოკრატეს ფიცის იმედად ვიყავით, მაგრამ, როგორც ჩანს, ამათ პუტინის ფიცი აქვთ დადებული).

დიდი ხნით ადრე იცოდნენ თვითმფრინავის დაშვების მიზეზი, მაგრამ აეროპორტში სასწრაფო დახმარება ერთი საათის დაგვიანებით მოვიდა. დაწვრილებით რუსების დამოკიდებულებაზე არ დავწერ, ისედაც ხვდებით ალბათ, რა გამოვიარეთ. ექიმები ბორტზე ამოვიდნენ, ქართველებს რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვა არ გაქვთო, ბევრი გაურკვევლობა იყო, მაგრამ გაგებით მოვეკიდეთ. კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ჩვენი მოძმე, ერთმორწმუნე რუსებისგან კარგს არაფერს უნდა ელოდე.

...მაგრამ აი, ქართველების "გმირობამ" კი მართლა გამაოცა და დამთრგუნა.

თავიდან გვეგონა, რომ პაციენტს საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, მე და დათო უნდა გავყოლოდით, ასე გადავწყვიტეთ. რეისის უცხოელი მგზავრები ფულს გვთავაზობდნენ, რუსეთში მცხოვრები მათი ახლობლების ნომრებს გვაწერინებდნენ, დაურეკეთ და მოგხედავენო. ბორტზე ორი მგზავრი ექიმი აღმოჩნდა, რომლებმაც ჩვენს მეგობარს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვას ავადმყოფის გარდა არავის აძლევდნენ, ერთერთმა უკრაინელმა მგზავრმა გვითხრა, მე გავყვებიო.

...და ამ დროს ქართველები რას აკეთებდნენ?!

დროზე გადაწყვიტეთ, გვეჩქარებაო, - ყვიროდნენ ჩვენი ქართველი "ძმები".

ადამიანი სიკვდილის პირას იყო და ამათ ბორტზე აჯანყება მოაწყვეს, სიგარეტი მოგვაწევინეთო.

ჩვენი რეისით "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც მგზავრობდნენ და ერთმა "ვაჟკაცმა" გინება დაიწყო, თქვენ გამო 9 წელი საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მქონდა, დღეს პირველად მივდივარ თბილისშიო, მაისური გაიხადა და ტატუებით მარიაჟობა რომ დაამთავრა, საჩხუბრად მოემზადა. ბავშვებს ხმაურის შეეშინდათ და ტირილი დაიწყეს.

ჩვენთანაც ჰქონდა პრეტენზიები, "მე თქვენ გიცნობთ, თქვენ პოპულარულები ხართ, მე გლეხიო", მაგრამ მე იმის ძმა ვარო (სავარაუდოდ ვიღაც კრიმინალური ავტორიტეტის სახელს გვეუბნებოდა).

როგორც ჩანს, უკმაყოფილო იყო ჩვენი პროფესიული საქმიანობით. ადამიანი ხელში გვაკვდებოდა და ჩვენი "ძმები" პოლიტიკაზე გვეკამათებოდნენ და სიგარეტს რატომ არ გვაწევინებთო, - გამცილებლებს ეჩხუბებოდნენ.

ყველა უცხოელი მგზავრი 2 საათის განმავლობაში გაუნძრევლად იჯდა თავის ადგილებზე, ქართველი "ვაჟკაცები" კი "ჩვენ გვერდით იდგნენ", გონებადაკარგულ ადამიანზე ზრუნვის მაგივრად, ცდილობდნენ მწყობრიდან გამოვეყვანეთ და გვეჩხუბა.

აი, ასეთი სოლიდარულები ვართ ქართველები!

გუშინ ერთ რამეზე დავფიქრდი, ასეთ ქართველებს ქვეყანაში დაბრუნების უფლება მართლა არ უნდა მისცე, და თუ დიდი ხნის წინ ევროპაში გადაკარგულ კრიმინალებს რეიკარნაციის მცდელობა აქვთ, ესეიგი ქვეყანაში რაღაც ცუდი ხდება!!!

მადლობა ღმერთს, ჩვენი კოლეგა გადარჩა, მაგრამ წუხელ ჩვენ ვერ გადავარჩინეთ "ქართველობა", ასე ხშირად რომ

მოვიხსენიებთ სადღეგრძელოებში!

"ჩვენს ერთად ყოფნას და ქართველობას გაუმარჯოს" - თამადის თხოვნაა, ბოლომდე შევსვათ“,- წერს ჟურნალისტი „ფეიბსუქის“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42