საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდი პარლამენტის მიერ ფარული მოსმენების კანონის განხილვის დაწყების საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბალანსის პოვნა ადამიანის პირად ცხოვრებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის.
"ადრეც აღმინიშნავს და ახლაც გავიმეორებ, რომ თითოეული ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის პოვნა ერთი მხრივ, ადამიანის კერძო, პირად ცხოვრებასა და მეორე მხრივ, ეროვნულ უსაფრთხოებას შორის. საქართველომ აღსანიშნავ პროგრესს მიაღწია ამ მხრივ, რაც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის ნამდვილად გამორჩეული შემთხვევაა. ეს ეხება უკანონო დაკვირვების მასალებთან გამკლავებას. პარლამენტი ახლა მუშაობს იმაზე, რომ მომავლისთვის მიდგომები შეიმუშავოს ამ მხრივ", - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ხმა იყოს მოსმენილი და ჩართული. "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო კვლავ იქნება მაგალითი ქვეყენა ამ მხრივაც", - აღნიშნა ნორლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები






