მმართველი გუნდი გარდაბნის მოვლენებს აფასებს
პოლიტიკა - 15:32, 29 May, 2014     1063

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ პოზიტიური საარჩევნო გარემო გაამწვავოს.

“ასევე, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს სხვადასხვა მიზეზებით დაძაბოს სიტუაცია და მოსახლეობაში შუღლი გააღვივოს. ამის დასტური იყო გარდაბანში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია და შედეგად, აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირება, რომლის სხვა ჭრილში გადატანასა და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებასაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათთვის პირადი თუ პარტიული საქმეები ქვეყანაზე მაღლა დგას და ამისთვის საკუთარი მოქალაქეების ინტერესების გაწირვასაც არ ერიდებიან.

„ქართული ოცნება“ ერთგულია არჩევნების ჩატარების დემოკრატიული პრინციპისა და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, გამოიჩინონ კეთილგონიერება, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და ხელი შეუწყონ მოქალაქეების მიერ არჩევნის მშვიდ გარემოში გაკეთებას“, - განაცხადა გეგეჭკორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42