ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჯილდოს მიღება მიულოცა
პოლიტიკა - 15:21, 29 May, 2014     1149

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჯილდოს მიღება მიულოცა. ჰერმან ვან რომპეი კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიით დააჯილდოვდა.

დაჯილდოების ცერემონია გერმანიის ქალაქ აახენში გაიმართა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

„ჩემთვის საპატიო და სასიხარულოა დღეს ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებაზე ესოდენ განსაკუთრებული აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა.

თითქმის 60 წლის განმავლობაში კარლოს დიდის სახელობის პრემია გადაეცემა მათ, ვინც განსაკუთრებულ სამსახურს უწევს ევროპის ერთობის საქმეს. ეს პრემია, როგორც ის მისმა დამფუძნებელმა, დოქტორ კურტ პფაიფერმა დაახასიათა, მიზნად ისახავს ევროპის ხალხთა არაძალადობრივი, ნებაყოფლობითი ერთობის უზრუნველყოფას, რათა დაცული იყოს უზენაესი ამქვეყნიური ღირებულებები: თავისუფლება, ჰუმანურობა და მშვიდობა.

წელს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ განსაკუთრებულ პოლიტიკოსსა და მიზანმიმართულ ლიდერს, შერიგების თითქოსდა შეუძლებელი გზების მაძიებელს და ევროპისა და ევროპული იდეის მგზნებარე პროპონენტს.

ძვირფასო ბატონო რომპეი, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის სახელით, ასევე ჩემგან პირადად, გულწრფელად გილოცავთ 2014 წლის კარლოს დიდის სახელობის პრემიით დაჯილდოებას და მოგახსენებთ მადლობას არა მხოლოდ ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისათვის ევროპულ გზაზე წინსვლაში, არამედ თქვენი ფასდაუდებელი წვლილისთვისაც ევროკავშირის კონსოლიდაციისა და შემდგომი განვითარების საქმეში.

წელს ევროკავშირი აღნიშნავს აღმოსავლეთით გაფართოების მეათე წლისთავს. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ის უდიდესი სარგებელი, რომლიც ამ ისტორიული მნიშვნელობის გაფართოებას მოაქვს როგორც ახალი წევრი სახელმწიფოებისათვის, მათი ეკონომიკისა და მოქალაქეებისათვის, ასევე "ძველი" წევრი ქვეყნებისათვისაც. გაფართოებამ მოიტანა გაზრდილი ერთიანი ბაზარი ახალი და მნიშვნელოვანი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებით. გაფართოებამ მოიტანა უფრო კონკურენტუნარიანი ევროპა და, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, მან შეახსენა ევროპელებს, რომ ევროკავშირი არსით პოლიტიკური პროექტია, რომელიც გულისხმობს კონტინენტზე მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის გავრცელებას.

ევროპა არის უნიკალური კონტინენტი, სადაც ადამიანს შეუძლია, სათუთად მოუფრთხილდეს თავის მემკვიდრეობას, რომელიც ასაზრდოებს მას და ამზადებს მომავლისათვის. სწორედ ეს არის ევროპის უზენაესი არსი. ეს არის ადგილი, სადაც თავს იყრიან საზიარო ისტორიისა და საერთო მომავლის მქონე ქვეყნები, სადაც ისინი თავისუფლებას მშვიდობაში ჰპოვებენ, რაც ზუსტად ასახავს ბატონი რომპეის მიერ გამოყენებულ სიტყვებს ევროპის დასახასიათებლად.

საქართველო იზიარებს თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული სივრცის ოცნებას, რომელშიც სუფევს მშვიდობა და კეთილდღეობა და რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ტრადიციას, ენასა და რელიგიას. როგორც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის წარმომადგენელს, მე მჯერა, რომ საქართველოსაც შეუძლია წვლილის შეტანა ევროპული პროექტის წარმატების განმტკიცებაში!

კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვულოცავ ბატონ რომპეის და ვუსურვებ წარმატებას მის განსაკუთრებულ საქმიანობაში!“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42