ნადირაშვილი პროკურატურას- როგორ მიიღო გორის საკრებულოს წევრის ,,კარაქას" რძალმა მიწა 49 წლიანი იჯარით
პოლიტიკა - 15:08, 29 May, 2014     2928
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი გორში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს, მან ბრიფინგი გორში წმინდაწყლის დასახლებაში ახალი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა.
ნადირაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კერძოთ კი საკრებულო, ხელისუფლებასთან დაახლოვებულ პირებზე მიწებს უკანონოდ ანაწილებს, ნადირაშვილი ხელისუფლებასთან დაახლოვებული ადამიანების კონკრეტულ სახელებს და გვარებს ასახელებს, რომლებმაც მიწები გრძელვადიანი იჯარით მიიღეს.

"საკრებულომ აი ეს მიწები, სადაც ახლა ჩვენ ვართ მთლიანად გასცა თავის მეგობრებზე, თავის ნათესავებზე და თავისი ოჯახის წევრებზე. თქვენ იცით, რომ დავით რაზმაძე არის საკრებულოს თავმჯდომარე და სწორედ საკრებულოს თავმჯდომარემ "ქართული ოცნების" სიით არჩეული დეპუტატის თამაზ შიოშვილის სიმამრს ვლადიმერ მანველიშვილს აქ მისცა ნაკცეთი 1395 კვ მეტრი, ასევე დავით რაზმაძის ბავშვობის მეგობარმა ვასილ სიდამონიძემ აქ მიიღო 1000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, მესამე გახლავთ "ოცნების" სიით მეოთხე ნომერი საკრებულოში დავით წეწვაძე, თქვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი "კარაქა" და მისმა რძალმა ლია იორამაშვილმა აქ მიიღო 1000 კვ. მეტრი მიწის ფართობი. ასევე არის "ელიტ სერვისი", რომელიც 2013 წელს დაარსდა და მას აგვისტოში უკვე გამოეყო მიწის ნაკვეთი, ასევე არის შპს "კარტრის მენეჯმენტი" არ ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები და მათაც მიიღეს 1976 კვ. მიწის ნაკვეთი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აქ ელექტრონული ტენდერებით გაიყიდა მიწა და მისი საბაზრო ღირებულება იყო ძალიან მაღალი ერთ შემთხვევაში 3000 კვ. მეტრში გადაიხადეს 260 000 ლარი და აი ამ ადამიანებმა ვინც მე ჩამოვთვალე, ეს მიწა მიიღეს მინიმალურ ფასად 49 წლიანი იჯარით. ეს არის აბსოლუტურად კორუფციული სქემა. ამ მთავრობას უკვე პენსიები, პრემიები და ხელფასები აღარ ჰყოფნის, ეს მთავრობა მოვიდა იმისთვის, რომ მთლიანად თავიდან ბოლომდე ჩაიფლოს კორუფციაში, ეს არის ამის დამადასტურებული. მე ვაცნობ პროკურატურას რომ, ჩემი განცხადება მიიღოს ცნობად და აუცილებლად დაიწყოს გამოძიება როგორ მოხდა, რომ საკრებულოს მეგობრებზე, დეპუტატის ოჯახის წევრებზე, სიის მეოთხე ნომრის რძალზე ეს მიწები გაიცა 49 წლიანი იჯარით. ეს აკლდება გორს, აკლდება გორის განვითარებას და აკლდება მოსახლეობას", - განაცხადა ნადირაშვილმა.
გიორგი ახალკაცი "ნიუპოსტი" გორი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42