უკრაინის სასაზღვრო ძალების უფროსის ნიკოლაი ლიტვინის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთში ტერორისტების მხარეს აფხაზეთიდან ჩასული ბოვიკები იბრძვიან.
ლიტვინი აცხადებს, რომ მათ წვერი აქვთ მოშვებული და ისინი თავს ჩეჩნებად ასაღებენ, თუმცა დადასტურებულია, რომ ისინი აფხაზეთიდან არიან.
რაც შეეხებათ ჩეჩნებს ფაქტობრივად დადასტურებულია, რომ დონეცკში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ჩეჩენი ბოევიკები, ე.წ. კადიროვებელი იბრძვიან.
CNN-ის კრესპოდენტთან საუბრისას მათ არც დაუმალავთ,რომ ისინი კადიროველები იყვნენ. ჩეჩნების და არა მხოლოდ ჩეჩნების უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლას, „აჯანყებულების“ ერთ ერთი მეთაური სერგეი ზდრილიუკი, იგივე აბვერი ადასტურებს.
როგორც მან „უკრ.ინფოსთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, მათ მხარეს სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები მათ შორის ჩეჩნები და სომხები იბრძვიან. მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინის სამთავრობო ძალებმა ბატალიონ „ვოსტოკის“ 100-ი წევრი გაანადგურეს.
ამ დრომდე ოფიციალურად უცნობია ანტიტერორისტული ოპერაციის დროს რამდენი ბოევიკი იქნა ლიკვიდირებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მათი რიცხვი შესაძლოა 200-ზე მეტი იყოს. დონეცკის პროზექტურაში გადაღებულმა ლიკვიდირებული ბოევიკების ფოტომ მსოფლიო უკვე მოიარა.
მასალის გამოყენების პირობები






