ხარაგაულში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს
პოლიტიკა - 14:33, 29 May, 2014     1165

დაბა ხარაგაულში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავმჯდომარეობს . სხდომას კომისიისა და მოწვეული წევრები ესწრებიან.

სხდომა მინისტრმა კომისიის მოწვეულ წევრზე -− ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე საუბრით დაიწყო.

თავმჯდომარემ კომისიის სახელით კერძო პირების მიერ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ კომისია დღეს პროკურატურისგან აღნიშნულ თემაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.

უწყებათაშორისმა კომისიამ ხარაგაულში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თითქმის ყველა კანდიდატი მოიწვია, რომლებმაც კომისიის სახელზე არაერთი საჩივარი შემოიტანეს.

საუბარი ეხება „ახალი მემარჯვენეების“ კანდიდატ როინ ხიჯაკაძის განცხადებებს, რომლებიც ეხებოდა სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ასევე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლას.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კომისიისთვის მნიშვნელოვანია, ადგილზე გაეცნოს ამ პრობლემას და მიიღოს შესაბამისი ზომები. მისივე თქმით, დღესვე სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციებს, კომისიის წევრებს და პოლიტიკურ სუბიექტებს საშუალება ექნებათ, დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხის გარდა, წამოჭრან ყველა ის საკითხი, რომლებიც მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ.

უწყებათაშორის კომისიაში უკვე არსებობს დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც კომისიის ხელმძღვანელი სიტუაციის ადგილზე შესასწავლად სხდომას რეგიონებში ატარებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42