თავდაცვის სამინისტრო მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვით ამერიკა გააგრძელებს უსაფრთხოების ძალების გაფართოებას ავღანეთში. ირაკლი ალასნაიას თქმით, საქართველო ამერიკელებთან და ნატო-ს სხვა მოკავშირეებთან ერთად, არასაბრძოლო მისიას ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც გააგრძელებს.
"თავდაცვის სამინისტრო მიესალმება ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებას, რომ ისინი გააგრძელებენ და უერთგულებენ საკუთარ პოლიტიკას 2014 წლის შემდეგ მხარი დაუჭირონ ავღანეთში უსაფრთხოების ძალების განვითარებას. ჩვენ, როგორც ნატო-ს საიმედო პარტნიორი და როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი, ჩვენს სიტყვას შევასრულებთ და ამერიკელთა და ნატო-ს სხვა მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ არასაბრძოლო მისიას ავღანეთში 2014 წლის შემდეგ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






