„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებისგან გარდაბანში გუშინ მომხდარი დაპირისპირების სწრაფად გამოძიებას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარემ გიგი უგულავამ გააკეთა.
მისი თქმით, გარდაბანში პარტიის მხარდამჭერებეს თავს "ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაესხნენე.
„ეს ხალხი დაკავშირებულია ადგილობრივ "ქართული ოცნების" პარტიის წამრომადგენელებთან. ეს თავდასხმა პოლიტიკურ ხასითს ატარებდა. ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ პოლიტკური ოპონენტების მიმართ გარდაბანში გამოყენებული იყო ის ტერმონოლოგია, რომელიც საქართველოს 90-იანებში დატოვა. გუშინ ჩვენ უხვად ვიხილეთ მათი წარმომადგენლების მხრიდან ეთნიკური შეურაცხყოფელი ფრაზები. მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ აღნიშნული ფაქტი სწრაფად იქნეს გამოძიებული“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
გვიან ღამით ხმაური იყო გარდაბნის ცენტრში. კონფლიქტი ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის მოხდა.
დაპირისპირება გარდაბნის ერთ-ერთ ჩაის სახლში სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო.მოგვიანებით კი მხარეები ერთმანეთს ხელკეტებით გაუსწორდნენ. თვითმხილველების თქმით, კონფლიქტში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაუპირისპირდნენ. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ინციდენტი ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






