მაიკლ ჩეჩირე: აფხაზეთის ოპოზიციის უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი, ქართველების მიმართ ანქვაბის ლიბერალური დამოკიდებულებაა
პოლიტიკა - 11:38, 29 May, 2014     1987

ფილადელფიის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტი მაიკლ ჩეჩირე "ბიბისისთან" საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზეთის ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ მთავარი მაინც აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის ლიბერალური დამოკიდებულება იყო.

„ანქვაბი ყველაზე მეტ ადვოკატირებას უწევდა ეთნიკურად ქართველების აფხაზურ საზოგადოებაში სრულ ინტეგრაციას, რაც მათთვის პასპორტების დარიგებასა და აფხაზეთის "მოქალაქეობის" მიცემას გულისხმობს. რაულ ხაჯინბას ოპოზიციამ ეს ანქვაბის პოლიტიკურ ფანდად მიიჩნია, რომელსაც ამ გზით ელექტორატის მოზიდვა სურდა და განაცხადეს, რომ ამ პოლიტიკას შეეძლო, საფრთხე შეექმნა ეთნიკური აფხაზების იდენტობისთვის", - აცხადებს მაიკლ ჩეჩირე.

ამერიკელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ იმედგაცრუება სავარაუდოდ, რეალურია. მისივე თქმით, რუსეთი და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზებს დაპირდა, რომ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

"სოჭის ოლიმპიადა აფხაზეთის ეკონომიკის გაძლიერების გზად მიიჩნეოდა, მაგრამ იმედგაცრუების ყველაზე შესამჩნევი ეფექტი უსაფრთხოების გაფართოებული კორდონი იყო, რომელმაცრუსეთ-აფხაზეთის საზღვრის მიღმა შეაღწია ", - განაცხადა ჩეჩირემ.

მისივე თქმით, ზოგიერთი ეკონომიკური პრობლემა დე ფაქტო ხელისუფლების არაეფექტური მმართველობის გამო შეიქმნა, მაგრამ აფხაზეთში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების რეალური ძალაუფლება რუსეთს ეკუთვნის.

"მაგალითად, მოსკოვის მიერ დაფინანსებულმა მშენებლობების ბუმმა ჩეჩნეთში გააუმჯობესა ადგილობრივმა მატერიალური მდგომარეობა (მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა დიდ პრობლემად რჩება), თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა აფხაზეთში", - ამბობს მაიკლ ჩეჩირე.

ექსპერტის თქმით, თუ რაულ ხაჯინბა ძალაუფლებას მოიპოვებს, ალბათობა იმისა, რომ გალში მცხოვრები ქართველები მოიპოვებენ ფართობასშტაბიან პოლიტიკურ უფლებებსა და აღიარებას, მკვეთრად შემცირდება, მაგრამ აფხაზეთის საქართველოსთან ურთიერთობა შესამჩნევად არ შეიცვლება.

"შესაძლოა, იყოს შენელება ან თუნდც გარკვეული შემობრუნება აფხაზეთის რუსეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, მაგრამ ბატონ ხაჯინბას არ გაუკეთებია მინიშნება, რომ საქართველოსკენ მიბრუნების ან დასავლეთთან, როგორც ალტერნატიულ არჩევანთან, შებრუნების სურილი აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ სოხუმი გააგრძელებს მოსკოვზე დამოკიდებულებას ბიუჯეტისა და ეკონომიკის მხრივ", - აღნიშნავს მაიკლ ჩეჩირე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42