შსს-ში „თავისუფლების ქარტიის“ კანონით განსაზღვრული კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 10:11, 29 May, 2014     704

შინაგან საქმეთა სამინისტროში „თავისუფლების ქარტიის“ კანონის საფუძველზე შექმნილი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისია დაკომპლექტებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებითა და საქართველოს პარლამენტის ყველა ფრაქციის თითო წარმომადგენლით.

კომისიის მიზანია „თავისუფლების ქარტიის“ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე შეზღუდვები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ფარულად თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ს სპეციალურ სამსახურებთან და უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობაზე, ან საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.

ასევე, დაუწესოს შეზღუდვა იმ პირებს, რომლებსაც სსრკ-ს დროს ეკავათ მაღალი პოლიტიკური და პარტიული თანამდებობები. კომისიის ფუნქციაა ფაშისტური და კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიების, სიმბოლიკების და პროპაგანდის აკრძალვა.

პირველ სხდომაზე კომისის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა. კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს „თავისუფლების ქარტიის“ კანონით განსაზღვრული სხვადასხვა საკითხები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42