აფხაზეთში ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვს შეხვდა.
"ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც სურს ხალხს - პრეზიდენტის გადადგომა და ყველა საკითხის კონსტიტუციური ნორმების შესაბამისობითა და მშვიდობიანი გზით დარეგულირება. არავითარი კომპრომისი - მხოლოდ გადადგომა“,- განაცხადა ხაჯიმბამ.
შეხვედრის დასასრულების შემდეგ სურკოვს კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით სათქმელი არაფერია.
თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ვლადისლავ სურკოვი მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც კონფლიქტის გადაჭრით არის დაინტერესებული. მისივე თქმით, სურკოვი ორივე მხარეს ელაპარაკება - "ჩვენც და პრეზიდენტსაც, რომელმაც თავისი სამუშაო ადგილი დატოვა და ამჟამად გუდაუთაში, რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება."
აფხაზეთში შექმნილი სიტუაციის გამო, სოხუმში აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი გუშინ ჩავიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






