საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
გერმანიის კანცლერთან, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერმინისტრებთან ერთად გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე, ღარიბაშვილმა საქართველოს მისწრაფებებსა და ევროინტეგრაციისკენ მიმართული ვექტორის შესახებ ისაუბრა:
„5 წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობამ გახსნა ახალი შესაძლებლობები, ჩვენმა ქვეყანამ ერთგულება დაამტკიცა იმით, რომ გავატარეთ წარმატებით რეფორმები, ჩვენ განუხრელად მივყვებით ევროინტეგრაციის კურსს, საქართველოს ევროპული მომავალი განპიორბებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას 27 ივნისს. ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოებით საქართველო მიაღწევს ევროკავშირთან პოლიტიკურ დაახლოებას და ასოცირებას.
საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო ერთგულად განაგრძობს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის განმტკიცებას. ჩვენი მთავრობა მოწოდებულია, რომ ეფექტიანად განახორციელოს ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა.
მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთო მიზნების წარმატება დამოკიდებულია რეგიონში არსებლი სიტუაციის სტაბილურობაზე.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული პროგრესის კვალდაკვალ უნდა ვუპასუხოთ რეგიონში არსებულ ახალ გამოწვევებს. ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული დიალოგის პოლიტიკა ჩვენს მეზობლებთან და არა მხოლოდ მასთან.
მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს ევროკავშირის მისიაში. ეფექტიანი იმპლემეტაცია და საერთო ევროპული პრინციპებისადმი ერთგულება ნათლად წარმოაჩენს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას. ჩვენ მზად ვართა ევროკავშირთან ერთად ავაშენოთ საერთო მომავალი ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






