ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინ აფხაზეთში სიტუაციის არევა საშიშია - დიმიტრი შაშკინი
პოლიტიკა - 20:45, 28 May, 2014     2061
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. „ნიუპოსტთან“ საუბრისას შაშკინი აცხადებს, რომ აფხაზეთში ყოველთვის იყო ორი ბანაკი, რომლებიც არასდროს გამოირჩეოდნენ საქართველოსთან მეგობრული დამოკიდებულებით. ალექსანდრე ანქვაბი კი პროაფხაზური მიმართულებით მიდის და აფხაზეთის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვს:

„ვინც ჩართულია და ვინც იცის აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, ყველა დაადასტურებს იმას, რომ ანქვაბი ყოველთვის გამოირჩეოდა და გამოირჩევა თავისი პროაფხაზურობით, ანუ მიუხედავად იმისა, რომ მას მე ვერასდროს ვერ ჩავთვლი საქართველოს მეგობრად, პარალელურად აფხაზეთში ყოფელთვის იყო ორი ბანაკი, ერთი ბანაკი იყო ვინც ლობირებდა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და მეორე ბანაკი ყოველთვის ლობირებდა უფრო მჭიდრო ურთიერთობას რუსეთთან.

ანქვაბი ამ ორი ბანაკიდან ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ ის მიუხედავად იმისა, რომ არ იყო საქართველოს მეგობარი, მაგრამ ყოველთვის ლობირებდა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას.

ახლა რაც ხდება აფხაზეთში, ბუნებრივია არის საფრთხეების შემცველი ჩვენთვისაც, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორია და ნათელი უნდა იყოს, რომ გული უნდა შეგვტკიოდეს იმაზე, რაც ჩვენს მიწაზე ხდება“, - განაცხადა შაშკინმა.

შაშკინის განმარტებით საქართველოსთვის შეშფოთებას გალში მიმდინარე მოვლენებიც იწვევს, რადგან ამ რეგიონში ათასობით ქართველი ცხოვრობს. საქართველოს მთავრობამ კი პრობლემების აღმოსაფხვრელად საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩააყენოს საქმის კურსში:

„ასევე, ბუნებრივია, რომ შეშფოთების მეორე მიზეზი არის ის, თუ რა ხდება გალში, სადაც ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ. არის საშიშროება, რომ ის დესტაბილიზაცია, რაც ახლა არის სოხუმში, არ გადავიდეს გალზე. ეს ხდება ჩვენი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინ, რაც ასევე არის საშიში. ერთადერთი იარაღი, რომელიც ჩვენ ამ მიმართულებით გაგვაჩნია, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი ინფორმირება და საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი მხარდაჭერის მიღება.

ვინც საგარეო პოლიტიკაზე მუშაობს, ნებისმიერი მათგანი დაადასტურებს, რომ საგარეო პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების მომენტი. რამდენიმე წლის წინ საქართველოში იყო ჩამოსული აშშ-ს ყოფილი ელჩი ეუთოში. 2007 წელს მან მითხრა, რომ საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა არის არა რუსეთი, არა ტერიტორიული მთლიანობა, არამედ ყველაზე დიდი პრობელმა არის ყურადღების მომენტი, რადგან მსოფლიოში მიმდინარეობს ძალიან ბევრი მიმართულებით, ძალიან ბევრი სხვადასხვა პროცესი, იმისათვის რომ საქართველოსთვის პრობლემის შედეგი არ გახდეს რუსეთი და არ წარმოიქმნას პრობლემები აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ჩვენ მუდმივად გვჭირდება, რომ ვიყოთ ყურადღების ცენტრში.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რომელიც გააჩნია, იმისათვის, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე იყოს ინფორმირებული ჩვენი მეგობარი ქვეყნები. რუსეთი მოქმედებს მაშინ, როდესაც არის სიჩუმე. რუსეთს ყოველთვის აქვს რაღაც სასტარტო პოზიცია, როდესაც არის საერთაშორისო სიჩუმე. როგორც კი იქნება მოპყრობილი ყურადღება ამ კონკრეტულ წერტილზე, ბუნებრივია რუსული რესურსები იქნება უფრო მეტად შეზღუდული“, - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა და ამის მაგალითად უკრაინის მოვლენები მოიყვანა:

„ვნახეთ ყირიმში რაც ხდებოდა, რუსეთმა მოასწრო ძალიან სწრაფად ტერიტორიის ანექსია, მითვისება, მოპარვა უკრაინისთვის. სანამ საერთაშორისო საზოგადოებამ გაიღვიძა, სანამ დარწმუნდა, რომ რუსეთი არის ის რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ქურდი სახელმწიფო, ძალადობის სახელმწიფო და ბოროტების იმპერია, ამან მოასწორ ამის გაკეთება. შემდეგ, როდესაც საერთაშორისო ყურადღება მიმართული იყო დონეცკზე, დონბასზე, ლუგანსკზე, ისეთი ნაბიჯები რუსეთმა უკვე ვეღარ გადადგა, როგორც გადადგა ყირიმში. იყო დიდი ყურადღება. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის, რაც ხდება სოხუმში არ აისახება ჩვენზე. გალის რაიონში ცხოვრობს ათასობით ქართველი და ეს ჩვენი ტერიტორიაა, არ აქვს ამას მნიშვნელობა დროებით არის ოკუპირებული თუ არა, ეს არის ჩვენი ტერიტორია და მთავრობამ აქტიურად უნდა დაიწყოს ჩვენი პარტნიორების ინფორმირება იმ პროცესებზე რაც იქ ხდება.

როდესაც ანქვაბმა პირველი არჩევნები მოიგო, რუსეთი ღიად ჩაერია და მიდიოდა ამ არჩევნების გაუქმებაზე საუბარი. მაგრამ იმ მომენტში რუსეთი სხვა თემებითაც იყო დაკავებული და ბოლომდე არ „მიაწვნენ“.

აფხაზეთის ხელისუფლებაში ახლა არის ორი ჯგუფი, არცერთი არ არის ჩვენს მიმართ მეგობრულად განწყობილი, მაგრამ ერთი ჯგუფი რომელსაც ანქვაბი ხელმძღვანელობს, არის უფრომეტად პროაფხაზური, მეორე, ხაჯიმბას ჯგუფი აწვება რუსეთთან შეერთებას. ეს პრობლემა ადრეც იყო“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, საქართველო ერთ თვეში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, პროვოკაციების ეტაპი კი უკვე დაიწყო და საქართველო მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, რადგან „არ ჰყავს კეთილგანწყობილი ჩრდილოელი მეზობელი“:

„ჩვენ ერთ თვეში ასოცირების ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს. რუსეთს რჩება ორი ბერკეტი ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის, კვლავ ემბარგოს დადება ღვინოზე და ჩვენს პროდუქციაზე და მეორე, სიტუაციის არევა ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთში. სიტუაცია აფხაზეთში ირევა.

ახლა ჩვენთვის უფრო საშიში აფხაზეთია. ცხინვალი რუსეთმა ჩაყლაპა და სრულად აკონტროლებს იქ სიტუაციას. ცხინვალის რეგიონი ცეკვავს რუსეთის დაკრულზე 100 პროცენტიდან 100 პროცენტით. აფხაზეთი რუსეთის დაკრულზე 100 პროცენტიდან 80 პროცენტით ცეკვავს. 10 პროცენტი ე.წ. დამოუკიდებლობის მოთხოვნილებას რჩება.

აფხაზეთი უფრო საშიში არის იმის გამო, რომ ცხინვალისგან განსხვავებით სადაც ეთნიკური წმენდა სრულყოფილი მასშტაბით მოხდა, აფხაზეთში მოხდა ეთნიკური წმენდა ყველა რაიონში გარდა გალისა, გალში ათასობით ქართველი ცხოვრობს, რომელთათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობა რაც საქართველოსთან არის. იქ პრობლემების პროვოცირება სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს საქართველოზე. ნურავის ნუ ჰგონია, რომ ის რაც ახლა სოხუმში ხდება ეს არის აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებელი მთავრობის ქიშპობა შიგნით. არავითარ შემთხვევაში, ეს ზეგავლენას ახდენს ჩვენზე.

ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის მზად. საქართველოს ჩრდილოეთით არ არის კეთილგანწყობილი მეზობელი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისთვის“, - აცხადებს „ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42