ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ რუსეთი აფხაზეთში ყირიმის სცენარის გათამაშებას შეეცდება - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 20:03, 28 May, 2014     2376

ექსპერტი სერგი კაპანაძე აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთის აუცილებლად შეეცდება სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენებას. ექსპერტის ამ ვითარებაში რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე მიუთითებს.

,,ის, რაც დღეს აფხაზეთში ხდება ძალიან შემაშფოთებელი და საყურადღებოა. ღრმა ანალიზი სჭირდება ამ ყველაფერს და არა ზედაპირული კომენტარების გაკეთება. აფხაზეთში ანქვაბი რეალურად მოახდინა ხელისუფლების თავის ხელში კონცენტრაცია და, როგორც ჩანს, ბევრი თანამოაზრე იმის გამო ჩამოცილდა, რომ ისინი არ მიაკარა ხელისუფლებას, ანუ "თბილ ადგილებს". მან ასევე ბევრი ფული ჩადო ისეთ პროექტებში, საიდანაც ფული კარგად იპარებოდა, მაგრამ ეკონომიკური სარგებელი არ ჰქონდა დიდი (სტადიონები, ინფრასტრუქტურა, რემონტები და ა.შ.). ამან მას ყველაზე ახლო მეგობრებიც კი ჩამოაშორა, რადგან, კარგად გვესმის, რომ სოხუმში საბიუჯეტო ფულის "ტკბილია" და ყველას სურს თავისი წილი.

მეორე თემა, რის გამოც, მოხდა დიდი დაპირისპირება იყო გალის მოსახლეობა. ეს ჩვენთვის ძალიან საყურადღებო თემაა. გალელები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, რადგან სადაც ცხოვრობენ, იქ მათ ცუდად ეპყრობიან და ცუდი პირობები აქვთ, აქეთ კი ინტეგრაციას ვერ ახდენენ, რადგან სახლები და ოჯახები იქეთ აქვთ. ანქვაბმა რამდენიმე წლის წინ გაბედა და გალის მოსახლეობას აფხაზური პასპორტები დაურიგა. ეს ერთის მხრივ, ცუდი იყო, რადგან იძულებით პასპორტიზაციას ნიშნავდა, მაგრამ მეორე მხრივ, სუფთა ადამიანურად თუ შეხედავ, გალელებისთვის ცუდი არ იყო, რადგან უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდათ აფხაზეთში.

ეს პასპორტიზაცია ხელზე დაიხვია ოპოზიციამ, რომლებმაც მოითხოვეს, რომ გალელებისთვის პასპორტები ჩამოერთმიათ. მოთხოვნები მრავალფეროვანი იყო, მათ შორის, გალელების გამოყრა, მათთვის აფხაზური პასპორტების ჩამორთმევა, არჩევნებში ხმის უფლების წართმევა, მათი იძულება, რომ საქართველოსგან მოეტანათ ცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ა.შ.

საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე, რომ ანქვაბს ყველა წინ აღუდგა, მათ შორის, ტრადიციული კგბ-სთან შეკრული ე.წ. აფხაზური ოპოზიცია, მისი ყოფილი თანამოაზრეები და ეთნიკური საკითხით შეიარაღებული სხვა ჯგუფები. როგორც ჩანს ეს ოპოზიცია ახლა იმარჯვებს.

ამ ყველაფერში არ უნდა დაგვავიწყდეს ოკუპანტი რუსეთის პოზიცია. გუშინ ჟირინოვსკის ვინც უსმინეთ, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის სერიოზული პოლიტიკოსი, ნახავდით, რომ არც თუ ისე შორსაა მოსკოვისთვის ის აზრი, რომ აფხაზეთი უფრო დამოკიდებული გახდეს მოსკოვზე. თუ სოხუმში არეულობა გაგრძელდა, ისინი ნამდვილად შეეცდებიან ამ არეულობით სარგებლობას და ისეთი ხელისუფლების მოყვანას, რომელიც მომხრე იქნება რუსეთთან მეტი ინტეგრაციის. არ ადგავიწყდეთ, რომ რამდენიმე ხნის წინ სერგეი შამბას ძმამ ტარას შამბამ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთთან ასოცირება უნდა მოვახდინოთო. ამ განცხადებას სოხუმში საკმაოდ მკაცრი განცხადებები და რეაქციები მოჰყვა ყველასგან. ამიტომ, რუსეთისთვის არ იქნება ისე მარტივი ყირიმის სცენარის გათამაშება. თუმცა, ამას რომ შეეცდება, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს.

ამიტომ, ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ:

ა) საერთაშორისო თანამეგობრობამ გაიგოს, რომ გალის მოსახლეობას შეიძლება საფრთხე შეექმნას, რადგან ეთნიკური კარტის გათამაშება ხდება და ასეთ დროს ყველაფერი მოსალოდნელია.

ბ) რუსეთის სავარაუდო მცდელობები, რომ სოხუმში რუსეთთან ინტეგრაციაზე ხელისუფლება მოიყვანოს, უნდა იქნას აფიშირებული და ყველამ უნდა გაიგოს ეს საფრთხე (აქ საინტერესო ისაა, რომ თბილისის და სოხუმის დიდი ნაწილის ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს - რუსეთის მიერ აფხაზეთის შთანთქმა არაა არავის ინტერესში).

გ) ჩვენ ვიყოთ მზად, რომ ყველა მშვიდობიანი მექანიზმი, პირველ რიგში, დიპლომატიური, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გალის მსოახლეობა იქნას დაცული და მარტივად რომ ვთქვათ მათ "თავი დაანებონ".

პ.ს. ეს იმისთვის დავწერე, რომ ეს დღეები ბევრი ურთიერთგამომრიცხავი რამ იწერება და ზოგადად ჩანს, რომ ძალიან ზედაპირულად უყურებს ბევრი იმას, რაც სოხუმში ხდება. . .“, - წერს სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42