ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ სამომავლო ვითარების პროგნოზირება რთულია, თუმცა “საქართველო ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა იყოს”.
„მთავრობას განსაკუთრებით აშფოთებს ის ინფორმაციები, რომელიც გალის რაიონში მცხოვრები ქართულენოვანი მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია, თუ გავითვალისწინებთ, რომ რაულ ხაჯინბა კრემლის ადმინისტრაციის პირდაპირი ფავორიტია და იქ რეჟიმის ცვლილებაზე მიდის საუბარი, რაც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე პერიოდში ხდება“, აცხადებს პეტრიაშვილი და დასძენს რომ
ყველაფერი უნდა იყოს განხილული, როგორც ერთ–ერთი შესაძლო სცენარი, მათ შორის ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში.
,,ასეთი ტიპის პროვოკაციები ბევრი იქნება, მაგრამ ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ, საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ვერაფერი შეაჩერებს“.
მასალის გამოყენების პირობები






