ანქვაბი განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 20:06, 28 May, 2014     2233
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი განცხადებას ავრცელებს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ანქვაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინდელი მიტინგის მიმდინარეობის დროს, ადმინისტრაციის შენობაში, რამდენიმე ოპოზიციონერი შევიდა და დაიწყო მოლაპარაკებები.

"ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, როგორ უნდა მომხდარიყო ვითარების ნორმალიზება. იყო მათი მხრიდან კატეგორიული მოთხოვნები, რომ მე უნდა დამეტოვებინა პოსტი, ასევე თანამდებობიდან გადამდგარიყო მინისტრთა კაბინეტი, ორი რაიონის პროკურორი", - აცხადებს ე.წ. პრეზიდენტი.

ანქვაბის თქმით, მათ ოპოზიციას სთხოვეს დახურულ კარს მიღმა საკითხების განხილვა გაეგრძელებინათ, თუმცა, ისინი მოულოდნელად წავიდნენ თავიანთ მომხრეებთან, რომლებიც ადმინისტრაციის შენობასთან იყვნენ შეკრებილებები.

"ამის შემდეგ ფაქტობრივად შენობაში შეჭრა დაიწყო. უსაფრთხოების სამსახურმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს მიზანი მიღწეული არ ყოფილიყო. მე არსად წავსულვარ. ვიმყოფები აფხაზეთში, უშიშროების საბჭოსთან ერთად მოვლენების განვითარების სხვადასხვა გზას განვიხილავთ. ჩემი და ჩემი კოლეგების ქმედებების მიზანი იყო არ დაგვეშვა იმ სცენარის განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის გამოუსწორებელი იქნებოდა. დიდი რაოდენობა ხალხი, მათ შორის იყვნენ შეიარაღებული პირებიც, მივიდნენ აფხაზეთის ტელევიზიასთან და ის ფაქტობრივად აიღეს. რა თქმა უნდა, დაცვას შეეძლო ადეკვატური ზომები მიეღო, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით სადამდე მიგვიყვანდა ეს და ეს არ მოხდა. ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი ვითარება სამართლებრივ ჩარჩოებში დავაბრუნოთ. იურიდიულად, ეს რა თქმა უნდა, არის შეიარაღებული გზით, ძალისმიერი მეთოდით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა", - ნათქვამია ანქვაბის განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42