ფანჯიკიძის უწყება ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების ჩართვის გაგრძელებას მიესალმება
პოლიტიკა - 19:37, 28 May, 2014     1412
საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარაკ ობამას განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მძიმე დანაკლისის მიუხედავად, საქართველო მზადაა, ამ უმნიშვნელოვანეს ოპერაციაში ღირსეული წვლილის შეტანა განაგრძოს.

“საქართველო მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებას, ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) ოპერაციის დასრულების შემდგომ ქვეყანაში კონტინგენტის შენარჩუნების შესახებ, ავღანურ მხარესთან ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების საფუძველზე.
მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი მისია წლების მანძილზე წარმატებულად მოქმედებს ავღანელი ხალხისათვის უსაფრთხოების განმტკიცების, სტაბილურობის შენარჩუნების და უკეთესი მომავლის შექმნის საქმეში. საქართველო დამსახურებულად ამაყობს, რომ ქართველი სამხედროები უკვე წლებია ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მონაწილეობენ აღნიშნულ ოპერაციაში ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ.
საქართველო მიესალმება ავღანეთში მიღწეული პროგრესის შენარჩუნებისა და განმტკიცების მიზნით საერთაშორისო საზოგადოების, პირველ ყოვლისა, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, კვლავაც აქტიურ ჩართულობას. ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ განცდილი მძიმე დანაკლისის მიუხედავად, საქართველო კვლავინდებურად მზადაა, განაგრძოს ღირსეული წვლილის შეტანა ამ უმნიშვნელოვანეს ოპერაციაში”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42