რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორი შესაძლოა ფინანსურ მაქინაციებში ამხილონ. საუბარია მრავალმილიონიან მედიაპროექტზე.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვენედიქტოვის შემოწმება პარტია „მწვანეთა ალიანსი-სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ ოლეგ მიტროლმა მოსთხოვა. მიტროლის განცხადებით თანხა ვენედიქტოვის კუთვნილ ანგარიშზე ჩაირიცხა.
საუბარია 2011 წლის კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც „სბერ ბანკმა“ ინტერნეტ საიტ „ფაბლიქ პოსტში“ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოახდინა. ამ პროექტში ვენედიქტოვის პარტნიორის დერ სვერბანკთან ერთად სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იყო.
მიტროლი აცხადებს, რომ ამ ოპერაციამ ბანკს სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა, რადგან ვენედიქტოვმა თანხის ნახევარი მიითვისა .
თავად ვენედიქტოვმა ბრალდებას „ტვიტერში“ უპასუხა.
„მწვანეთა ლიდერს“ რაღაცის იმედი აქვს...“,-წერს ვენედიქტოვი.
მასალის გამოყენების პირობები






