თავდაცვის სამინისტრო ბარაკ ობამას განცხადებას მიესალმება
პოლიტიკა - 18:51, 28 May, 2014     1479
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, განუხრელად გააგრძელოს მოკავშირეების ერთობლივი ძალისხმევის მხარდაჭერა ავღანეთში სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებას, 2014 წლის შემდგომ ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ურყევ ნებას და ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ავღანეთის უსაფრთხოებას, ერთიანობასა და დემოკრატიულ განვითარებას.
საქართველო, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, გამოხატავს მზადყოფნას, განუხრელად გააგრძელოს მოკავშირეების ერთობლივი ძალისხმევის მხარდაჭერა ავღანეთში სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.
ჩვენ გვეამაყება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთის დემოკრატიული აღმშენებელობის პროცესში, რისი ნათელი მაგალითიც არის მიმდინარე წლის 5 აპრილს ავღანეთში ჩატარებული საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი რაუნდი.
2014 წლის ბოლომდე ქართული ქვედანაყოფები გააგრძელებენ ნატო-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციაში (ISAF) მონაწილეობას არსებული კონტინგენტით. საქართველო ასევე ადასტურებს მზადყოფნას, მოკავშირეების მხარდამხარ 2014 წლის შემდგომაც გააგრძელოს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში”, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42