შვეიცარიის ელჩი საქართველოში, გიუნტერ ბეხლერი აფხაზეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ცნობით, ელჩს ახლდნენ - სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი, რუდოლფ შოხი და მრჩეველი უსაფრთხოების დარგში, კევინ ტაიტი.
დელეგაციამ შეხვედრები გამართა ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, ჰქონდათ შეხვედრები ქალთა ორგანიზაციებთან და საერთაშორისო წითელი ჯვრის საზოგადოებასთან.
ვიზიტის მიზანი იყო შეესწავლათ მდგომარეობა შემდგომი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისათვის, სასოფლო სამეურნეო სექტორის განვითარების ადგილობრივი პროექტებისათვის, ასევე აფხაზეთის დეიზოლაციის მიზნით, განეხილათ საკითხები შვეიცარიაში ახალგაზრდა თაობის განათლების მიღებასთან დაკავშირებით.
დელეგაცია აგრეთვე ესტუმრა მიმდინარე ბინათმშენებლობის პროექტებს გალის რეგიონში, რომელსაც პარტნიორი ორგანიზაცია დანიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები






