საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს საბერძნეთის სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს:
„საქართველოს ელჩი საბერძნეთში პატრასში იყო ჩამოსული და ჰქონდა მცდელობა, სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვედროდა, რათა გავლენა მოეხდინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ნაცვლად იმისა, რომ ელჩმა შეასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა და ახორციელებდეს დიპლომატიურ საქმიანობას, იგი ასრულებს პროკურატურის ფუნქციებს“,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
აკაკი მინაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება:
„ელჩი არცერთ სასამართლო პროცესზე არ ყოფილა, უფრო მეტიც, არ იმყოფება საბერძნეთში, იგი მივლინებით არის გადაფარვის ერთ-ერთ ქვეყანაში, კერძოდ სერბეთში. რაც შეეხება კონსულს, მისი პირდაპირი მოვალეობაა, საქართველოს მოქალაქეების პროცესებს დაესწროს და ის ამ მოვალეობას ასრულებს“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






