„პრემიერისთვის ხელმოწერის უფლებამოსილების გადაცემა შეუძლებელია“
პოლიტიკა - 17:26, 28 May, 2014     1251

„პრემიერ-მინისტრისთვის შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილების გადაცემა შეუძლებელია, როგორც სამართლებრივი, ასევე პროცედურული თვალსაზრისით“, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ პრეზიდენტის გუშინდელ ბრძანებულების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობას აკისრია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება.

"ეს ნიშნავს ნახევრად საპრეზიდენტო სისტემის ჩანაცვლებას საპარლამენტო მმართველობის სისტემით, სადაც პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და ეს უფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრზე გადადის. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებისათვის და საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმებების დასადებად ესაჭიროება საქართველოს მთავრობის თანხმობა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტმა არ მიმართა მთავრობას შესაბამისი თანხმობის მისაღებად. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა საქართველოს პრეზიდენტი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას არ გააჩნია უფლებამოსილება მთავრობის თანხმობისა და შემდგომში პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას, მით უმეტეს, აღნიშნული უფლებამოსილება, თუნდაც ერთჯერადად გადასცეს სხვა თანამდებობის პირს", -განაცხადა თადუმაძემ.

მისი განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია არ განსაზღვრავს, რომ აღნიშნული სახის ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება.

"ასევე, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებათა შესრულებას.

მთავრობამ 22 მაისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე და მთავრობის სახელით შეთანხმებას ხელს მოაწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

კონტრასიგნაციის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება წარმოდგენილია "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინადან საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილების გადაცემა შეუძლებელია როგორც სამართლებრივი, ისე პროცედურული თვალსაზრისით. "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება დამატებითი უფლებამოსილების გარეშე", -განაცხადა თადუმაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42