შსს-ში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური ჯგუფი შეიქმნა
პოლიტიკა - 16:51, 28 May, 2014     753

ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს ამოცანას. სამინისტროში მიმდინარე ყველა რეფორმა ემსახურება შსს-ს მუშაობის ეფექტურობის ზრდას.

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უკავია შსს-ს განვითარების სტრატეგიაში.

ამ მიმართულებით მიმდინარეობს მრავალმხრივი მუშაობა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით, სამართალდამცველებს პერმანენტულად უტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლებები.

სამინისტროს წარმომადგენლები ჩართულნი არიან საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში. უწყებათშორისი საბჭოს ფარგლებში იმართება სამუშაო შეხვედრები, ხოლო შსს-ს ინიციატივით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რეგიონალური მასშტაბით ტარდება ღია დისკუსიები იმ უწყებების ჩართულობით, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ოჯახში ძალადობაზე რეაგირება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძირითად პრიორიტეტად აცხადებს, ძალადობასთან ბრძოლას, მათ შორის, ოჯახში ძალადობასთან და მზადაა არსებული რესურსითა და საზოგადოების მხარდაჭერით პრინციპულად გააგრძელოს მუშაობა მის წინააღმდეგ. აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომლის ფუნქციაში შედის თითოეულ ფაქტზე მონიტორინგის წარმოება და რეაგირების ადეკვატურობის ანალიზი. არსებული ხარვეზების გამოკვეთის და მათზე კოორდინირებული რეაგირების მიზნით, იგეგმება საგანგებო შეხვედრის ორგანიზება ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ სახელმწიფო უწყებების ძალისხმევა უძლურია ამ მეტად სენსიტიური და რთული პრობლემის წინაშე, შესაბამისად, აუცილებელია სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა და მათი მხრიდან გენდერული და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის მეტი აქტივობით წარმოება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა კიდევ უფრო გააღრმავოს და გააფართოვოს ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

აგრეთვე მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, გამოიჩინონ გულისხმიერება და ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია შეგვატყობინონ "112"-ის ცხელი ხაზის საშუალებით, ხოლო სამართალდამცველთა მიერ არაადეკვატური რეაგირების შემთხვევაში, დარეკონ შსს-ს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე "126".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42