ანგელა მერკელი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ
პოლიტიკა - 13:33, 28 May, 2014     1609

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელმა სამუშაო სადილზე მიიწვია, რომელსაც ასევე უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი და მოლდოვას პრემიერ-მინისტრი იური ლეანკა დაესწრებიან. გაკეთდება ერთობლივი განცხადება მედიისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის მიწვევით დღეს ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი 29 მაისს სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად აახენის საკათედრო ტაძარში მესას დაესწრება, რის შემდეგაც აახენის მერიის სახელით მიღება გაიმართება.

2014 წლის აახენის კარლს პრაისის დაჯილდოების ცერემონიაზე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ერთად სიტყვით გამოვა.

კარლოს დიდის (საფრანგეთის მეფე 768-814 წლებში) სახელობის ჯილდო საპატიო ჯილდოა და გადაეცემა ევროპის გაერთიანების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ჯილდო 1950 წელს დაწესდა და კარლოს დიდის სახელს ატარებს, რადგან იგი ევროპის პირველ გამაერთიანებლად ითვლება.

2014 წლის 29 მაისს კარლოს დიდი სახელობის ჯილდო ევროპული საბჭოს პირველ პრეზიდენტს, ჰერმან ვან რომპეის გადაეცემა ევროპის კონსოლიდაციისა და ევროკავშირის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42