ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შესაძლოა, გაზეთ „ახალ თაობას“ უჩივლოს. ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა.
ხადურის უწყება „ახალ თაობას“ ცილისწამებაში ადანაშაულებს.
“გაზეთ „ახალი თაობაში“ გამოქვეყნებული დღევანდელი პუბლიკაციიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ინტერვიუში მასთან დაკავშირებული თითოეული სიტყვა ტყუილი და ცილისწამებაა. მოვუწოდებთ, ყველა მედიასაშუალებას, ამ შემთხვევაში, გაზეთ “ახალი თაობის“ რედაქციას, პუბლიკაციის გამოქვეყნებასთან ერთად, ხოლო რესპოდენტს –დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები (ნებისმიერი სახით და ფორმით), წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაიწყებს სამართალწარმოებას და აღძრავს სარჩელს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






