რუსეთის ფედერაციაში მეცნიერებმა დასკვნა გამოაქვეყნეს სათაურით: „მოზარდის აღზრდის სოციალური პრობლემები“. დასკვნაში გამაოგნებელი მაგალითებია მოყვანილი.
აღსანიშნავაია, რომ თანამედროვე მსოფლიოში მოზარდი გოგონები სექსუალურ ცხოვრებას სულ უფროდაუფრო ნაადრევ ასაკში იწყებენ, ამ დროისათვის გახშირდა პირველი სექსუალური აქტი 13 წლამდე ასაკის გოგონებში.
კვლევებში მონაწილეობა 650-მა მოზარდმა გოგონამ მიიღო, მათი ასაკი 17 წლამდე იყო, შედეგად კი არცერთი მათგანი ქალიშვილი არ აღმოჩნდა:
„რუსეთში ჩატარებული ანალოგიური კვლევის თანახმად: მოსწავლე გოგონების 41 პროცენტი მერვე კლასიდან იწყებს სექსუალურ ცხოვრებას“, - ნათქვამია დასკვნაში.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ნაადრევ ასაკში დაწყებული სექსუალური ცხოვრება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რამაც შესაძლოა უნაყოფობა და საშვილოსნოს ონკოლოგიური დაავადებები გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები






