„ანეკდოტი გამახსენდა სამ წერილზე, ხელისუფელბის შეცვლის შემდეგ, ახალი მინისტრი შედის კაბინეტში, მას ძველმა მინისტრმა სამი წერილი დაუტოვა და როცა გაუჭირდებოდა მაშინ უნდა გაეხსნა, ერთი თვის შემდეგ ხალხმა დაიწყო მოთხოვნა, გახსნა პირველი წერილი ეწერა: დაგვაბრალე ყველაფერი ძველ მთავრობასო, მოეწონა ეს ყოველივე და გადააბრალა ყველაფერი ძველ მთავრობას, ერთი წლის შემდეგ, ხალხს მობეზრდა ბრალდებები, გახსნა მეორე წერილი და ეწერა: ახლა შენით უნდა გააკეთო საქმეო, დაიწყო რაღაცის კეთება, მაგრამ ხალხმა არ მოუწონა. გახსნა მესამე წერილი და ახლა შენი წასვლის დროა და წადიო, მესამე წერილამდე ყველა მთავრობა მიდის და ღმერთმა დაგვიფაროს ამ ქვეყანას ჰყავდეს მთავრობა, რომელიც მესამე წერილამდე ვერ მივა, ეს მთავრობა ჯერ პირველ წერილს კითხულობს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






