საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ზურაბ ჭიაბრერაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს კიდევ ერთხელ ეხმაურება. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ კობახიძემ განაცხადა, რომ ჭიაბერაშვილის საქმის გამოძიების შემდეგ არის დასკვნების გამოტანა შესაძლებელი:
„ცხელ კვალზე ჟურნალისტმა დამირეკა და მისგან გავიგე, რომ ჭიაბერაშვილი სცემეს, როცა ინფორმაცია არ მაქვს, ვთქვი რომ ეს არ არის სწორი და ამას გამართლება არ აქვს. ხო უნდა გავარკვიოთ რა იყო, ვთქვი რომ შეიძლება ჭიაბერაშვილმა დედაც შეაგინა. აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე შედიხარ და თავს გესხმიან? გასარკვევია, ამას სჭირდება გამოძიება, ცუდი ფაქტია, არ არის მოსაწონი, სულ არ მომეწონა დასისხლიანებული ჭიაბერაშვილის ხილვა, დაველოდოთ გამოძიებას, რატომ ჩაიდინა იმ ადამიანმა ეს ყოველივე. ის, რომ ხელისუფლება რაღაცას აქეზებს, ეს არის სიცრუე, თუ ვინმეს უნდა ქვეყანაში სტაბილურობა ეს არის „ქართული ოცნება“. ოპოზიციას არ უნდა სტაბილურობა, ოპოზიცია დაინტერესებულია რომ ვიღაცას თავპირსამტვრევდნენ“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






