,,საია" ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტის უმოკლეს დროში გამოძიებას ითხოვს
პოლიტიკა - 20:05, 27 May, 2014     1224
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა იქნეს გამოძიებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო პერიოდში უარი თქვან პროტესტის ძალადობრივი ფორმით გამოხატვაზე.

"გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში.

ზურაბ ჭიაბერაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრია. ის პარტიის წარმომადგენელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში.
ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მისი თქმით, თავდამსხმელებმა თავში რამდენჯერმე ჩაარტყეს ჭიქა, მდუღარე წყალი შეასხეს მასთან ერთად მყოფ ნოდარ ლადარიას. როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთადერთი რაც მას თავდამსხმელებმა განუცხადეს, არის შემდეგი: "როგორ ბედავთ ქუჩაში სიარულს, როგორ შემოდიხართ აქ, გაეთრიეთ აქედან."

მსგავსი ძალადობრივი ფაქტები მიუღებელია და სახელმწიფოს მხრიდან სწორ, დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. გარდა იმისა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ასეთი ქმედებები წინასაარჩევნო პერიოდში ზრდის დაძაბულობას და საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებას. მოვუწოდებთ ყველას, წინასაარჩევნო პერიოდში უარი თქვან პროტესტის ძალადობრივი ფორმით გამოხატვაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად გამოიძიოს ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმა", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42