ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის ფაქტს ,,ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება.
,,არის თუ არა დღეს ჭიაბერაშვილზე და ლადარიაზე განხორციელებული თავდასხმა ხელისუფლების მინიმუმ უმოქმედობის და უსუსურობის დასტური და იმის ნიშანი, რომ ისევ ქაოსისა და განუკითხაობისკენ მივექანებით?! ვინმეს ხომ არ გონია, რომ ხვალ და ზეგ მსხვერპლის როლში მარტო "ნაციონალები" იქნებიან?! ამ განუკითხაობით ისარგებლებს ყველა, ვისაც ვინმეზე ნებისმიერი მიზეზით ანგარიშსწორების სურვილი აქვს და რა დატრიალდება ამ ქვეყანაში ხვდებით?! ვინმეს გინდათ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება?! ხვალ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს ამ განუკითხაობის და დაუცველობის მსხვერპლი. ამიტომ, დაფიქრდით მაინც, სანამ გამარჯვების ყიჟინას დასცემდეთ! ძალადობას ძალადობით ვერ აღმოვფხვრით, პირიქით - ახალ ძალადობას ვშობთ!“, - წერს ხათუნა ლაგაზიძე.
მასალის გამოყენების პირობები






