უწყებათაშორისი კომისიის თავჯდომარე თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერზე ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
წულუკიანი სამართალდამცველ ორგანოებს აღნიშნულ ფაქტზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
„უწყებათაშორისი კომისიას კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, კიდევ ერთხელ შეახსენებს არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს კომისიის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველყონ შიდაპარტიული დისციპლინა და კანონმორჩილება. არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ფიზიკური ანგარიშსწორების გზით ზეგავლენა მოახდინოს მშვიდობიან და თანასწორუფლებიან გარემოზე, რაც სამართლიანი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საკითხი კომისიის 29 მაისის სხდომაზე განსაკუთრებული განხილვის საგანი იქნება“, – ნათქვამია კომისიის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






