პრემიერი- სექტემბერში მიღებული იქნება კანონი მთის შესახებ
პოლიტიკა - 15:24, 27 May, 2014     1366

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებთ, სექტემბერში მიღებული იქნება კანონი მთის შესახებ.

ამის შესახებ პრემიერმა სოფელ ზარიძეების მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 1980-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა, რის გამოც ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.

როგორც რეგიონული განვითარების მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის გზის აღნიშნული ნაწილის რეაბილიტაცია პრაქტიკულად უკვე დასრულებულია.

პრემიერ-მინისტრი სამუშაოებზე დასაქმებულ ადგილობრივებს გაესაუბრა და გზის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განმარტებით, თიანეთი-ზარიძეების საატომობილო გზის 23-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებულ მოძრაობას, ხოლო მგზავრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სატრანსპორტო ხარჯები და მგზავრობის დრო შეუმცირდებათ.

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის 9 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. სამუშაოებზე, რომელსაც კომპანია "ბლექ სი გრუპი" ახორციელებდა, 174 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტის ღირებულება 8 888 888 ლარია.

გარდა ამისა, ელგუჯა ხოკრიშვილმა მთავრობის მეთაურს განუმარტა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების თემში შემავალი 6 სოფლის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის დასრულების შედეგად ექვსი სოფლის 800 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება და მაღალი ხარისხის გაფილტრული სასმელი წყალი ექნება.პროექტის ღირებულება 1 968 456, 96 ლარია. სამუშაოებზე დასაქმებულია 120 ადამიანი, რომელთა 50% ადგილობრივი მკვიდრია.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივებს მოთმინებისთვის და შიდა გზებისა და სასმელი წყლის პრობლემის აღმოფხვრაში დახმარება აღუთქვა.

"რეგიონები მოვიარე და ყველგან ბევრი პრობლემა დაგვხვდა, სამწუხაროდ, ოქროს დრო არის დაკარგული, წლების მანძილზე ეს პრობლემები დაგროვდა. ახლა მთავარი არის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარება. უკვე გვაქვს შედეგები, გლეხის შრომა დაფასდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42