საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა ლიტვის არჩეულ პრეზიდენტს
პოლიტიკა - 14:50, 27 May, 2014     1552

ძვირფასო კოლეგა, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა მეორე ვადით ლიტვის პრეზიდენტად თქვენს არჩევასთან დაკავშირებით. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პროცესში თქვენთან გავაგრძელებ ურთიერთობას. ლიტველმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა და ნდობა კვლავ თქვენ გამოგიცხადათ, რაც ქვეყნის წარმატების მისაღწევად თქვენს მიერ გაწეული დიდი შრომის და თავდადების შედეგია. გისურვებთ წარმატებებს თქვენს მომავალ საქმიანობაში ლიტვის უსაფრთხოების განმტკიცებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოწვევებით აღსავსე პერიოდში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. დღეს ჩემი ქვეყნისთვის განსაკუთრებული დღეა - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ვერ შეძლებდა

თავისი თავისუფლების დაცვას ისეთი მეგობრების დახმარების გარეშე, როგორიც ლიტვის რესპუბლიკაა. მოხარული ვარ, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება სწორედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე მოახდინა. ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის ლიტვის მიერ მიღწეული წარმატება სამაგალითოა და დარწმუნებული ვარ, რომ გამოცდილება, რომელსაც უანგაროდ გვიზიარებთ, აუცილებლად დაგვეხმარება, დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და ავაშენოთ ჭეშმარიტად ძლიერი, დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფო. კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ მიღწეულ წარმატებას და გამოვხატავ თქვენდამი ჩემს უდიდეს პატივისცემას.

პატივისცემით

გიორგი მარგველაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42