გიორგი კოდუა გაუქმებული კომპანიის აღდგენას და ხელისუფლებისაგან მხარდაჭერას ითხოვს
პოლიტიკა - 14:50, 27 May, 2014     527

ავიაკომპანია "ეარ კავკასუსის" პრეზიდენტი გიორგი კოდუა გაუქმებული კომპანიის აღდგენას და ხელისუფლებისაგან მხარდაჭერას ითხოვს.

ავიაკომპანია პრეზიდენტმა გიორგი კოდუამ დღეს კომპანიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართა და კომპანიის წინაშე წარმოქმნილი პრობლემების შესახებ ისაუბრა.

კოდუას განმარტებით, წინა ხელისუფლებამ მის კომპანიას ლიცენზია ჩამოართვა და ავიაკომპანია გააუქმა.

კოდუას თქმით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, კომპანიის აღსადგენად მუშაობა დაიწყო და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სინგაპურულ კომპანიებთან ერთად "ევრაზია აიერლაინთან" და A-Sonic-თან ერთად კომპანიის აღსადგენად ინვესტიციები განახორციელა.

კოდუას ინფორმაციით, ახლახანს კომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჯერ ლიცენზია შეუჩერა, შემდეგ კი მთლიანად კომპანიის გაუქმებას მოაწერა ხელი. გიორგი კოდუას თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით 10 დღის წინ მან ეკონომიკის სამინისტროს საჩივრით მიმართა. კოდუა პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს მიმართავს და ქართველი ბიზნესმენების მხარდაჭერასა და დაცვას ითხოვს.

კოდუას თქმით, ამ ბიზნესში კომპანიამ დაახლოებით 5 მილიონი ინვესტიცია განახორციელა, ხოლო 2 მილიონი - სინგაპურულმა კომპანიებმა. "ეარ კავკასუსის" პრეზიდენტი ხელისუფლებას მიმართავს - ნუ გადაუყრიან წყალში განხორციელებულ ინვესტიციებს.

გიორგი კოდუას განცხადებით, ფრენების განხორციელებამდე მათ შეისწავლეს საქართველოში ავიაბაზარი, თუ სად იყო მგზავრთა მეტი ნაკადი და სად მაღალი ტარიფები. მათ სურდათ ეფრინათ ისეთ ხაზებზე, სადაც მგზავრთა მეტი ნაკადი და მოთხოვნილება იყო, თუმცა კომპანიის პრეზიდენტის თქმით, მათ ამაზე უარს ეუბნებოდნენ და სთავაზობდნენ სხვა ნაკლებმომგებიან რეისებს და მიმართულებებს.

"სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ნებისმიერ ავიაკომპანიას, პირიქით, ხელისშემშლელ ფაქტორად გვევლინება. სააგენტომ ჯერ ლიცენზიები შეაჩერა და მერე მთლიანად კომპანიის გაუქმებას მოაწერა ხელი, მაშინ როდესაც ამ მთავრობის მთავარი მესიჯია "ავამუშავოთ საქართველო", ვხედავთ, რომ მუშაობისას აჩერებენ", - განაცხადა კოდუამ.

მან კორუფციული გარიგების შესახებ ვარაუდი გამოთქვა და გაღნიშნა, რომ ეჭვი ეპარება ეკონომიკის სამინისტრომ ამ პრობლემის მოგვარება შეძლოს. მისივე თქმით, რომელმა ავიაკომპანიებმა უნდა განახორციელონ ფრენები, სავარაუდოდ, შს სამინისტრო წყვეტს და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, ამ პოსტზე მინისტრების ცვლის მიუხედავად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42