„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჟურნალისტებტთან საუბარში ისხსენებს, მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, კაფეში ნოდარ ლადარიასთან ერთად შევიდა, სადაც მათი მეგობარი თორნიკე შარაშენიძე დახვდათ.
10-15 წუთის შემდეგ კი ორი ადამიანი რეზო თაბუკაშვილი და გიორგი მგელაძე შევიდნენ კაფეში.
"რეზო თაბუკაშვილს ხელში ეჭირა ჩაის ჭიქა, მდუღარე ჩაი შეასხა ნოდარს სახეში და შემდეგ ეს ჭიქა ისე, რომ მე ადგომა ვერ მოვასწარი, თავში ორჯერ ჩამარტყა. როცა წამოვდექი, უკვე თავსა და საფეთქელს შორის ჩამარტყა. ერთადერთი რამ თქვეს, რომ როგორ ბედავთ ქუჩაში სიარულს, როგორ შემოდიხართ საერთოდ აქ, გაეთრიათ აქედანო და გაიქცნენ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილს ვაკეში, ლიტერატურულ კაფეში თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






