ირაკლი ღარიბაშვილი ბევრეთს ესტუმრა
პოლიტიკა - 13:35, 27 May, 2014     1555
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფელ ბევრეთის მოსახლეობას, პირველად, დღეიდან ელექტროენერგია მიეწოდება.

სოფელს, რომელსაც ელექტროენერგია არასოდეს ჰქონია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ზაურ ახვლედიანის ოჯახში სიმბოლურად, ელექტრონათურა თავად აანთო.

როგორც მთავრობის მეთაურმა სოფლის მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა, უახლოეს მომავალში საქართველოში აღარ იარსებებს დასახლებული პუნქტი, რომელსაც ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა სინანულით აღნიშნა, რომ სოფელში, უშუქობის გამო, იქ რეგისტრირებული რამდენიმე ათეული მოსახლის ნაცვლად, მხოლოდ ექვსი ოჯახი ცხოვრობდა.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ აუცილებელი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით, როგორიცაა ელექტროენერგია, გზა, წყალი და ბუნებრივი აირი, ადამიანები მშობლიურ სოფლებს ისევ დაუბრუნდებიან.

სოფელ ბევრეთის ელექტრიფიცირება სამთავრობო პროექტის - „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში განხორციელდა. ბევრეთში 52 ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც ელექტროენერგია არასოდეს მიეწოდებოდათ. ელექტროენერგია მიეწოდება ასევე სოფელში მდებარე წმინდა თეკლას სახელობის დედათა მონასტერს. აშენდა 6 კმ სიგრძის 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, დამონტაჟდა 10/0.4კვ სატრანსფორმატორო პუნქტი. აშენდა 2,8 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელი და განხორციელდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოებზე, რომელიც კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ შეასრულა, 233 000 ლარი დაიხარჯა.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ პრემიერს განუმარტა, 2013 წლის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით 28 უშუქო სოფელი არსებობდა, რომელთაგან რვას ელექტროენერგია უკვე მიეწოდება. უშუქო სოფლების ელექტრიფიცირება 2015 წლის ბოლოს დასრულდება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42