იმერლიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მთავრობის შიგნით მიმდინარეობდა.
"კონსულტაციები ამ თემაზე იმ თავითვე არ ყოფილა. მე როგორც ვუსმინე მთავრობამ, პრემიერმა და ასევე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განაცხადეს, რომ მთავრობის შიგნით იყო კონსულტაციები. მე რამდენადაც ვიცი და ჩემი ინფორმაციით, მთავრობამ იმსჯელა და მიიღო ასეთი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.
მისივე თქმით, „რადგანაც გაჩნდა კითხვები პრემიერის ხელმოწერის შემთხვევაში მის ლეგიტიმურობაზე, ამიტომ მიიღო პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება. ახლა ამ საბუთს მხოლოდ პრემიერის კონტრასიგნაცია სჭირდება“.
დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად გადასცა.
„იმისათვის, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის უფლებამოსილება განხორციელდეს ისე, რომ არ დაისვას კითხვის ნიშნები, ხელმოწერის ლეგიტუმორობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გადასცეს პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






