"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე დადებითად აფასებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება პრემიერს გადაეცა. კახა კოჟორიძის თქმით, აღნიშნული მომავალში პრეზიდენტსაც და სახელმწიფოსაც თავიდან ააცილებს მსგავსი ტიპის გაუგებრობებს.
"წინა დღეებში გაკეთებული განცხადებები რომ შევაჯამოთ, ძირითადად გამოიკვეთა ის აზრი, რომ, კონსტიტუციის თანახმად, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა - სპეციალისტების უმრავლესობას ასეთი აზრი აქვს. თუმცა, რადგან საბოლოოდ ყველაფერი მაინც იქით მიდის, რომ პრემიერი აწერს ხელს, ამიტომ შექმნილ სიტუაციაში მომავალში გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ვფიქრობ, პრეზიდენტმა დროული და გამართლებული გადაწყვეტილება მიიღო, როცა კონსტიტუციით მინიჭებული მისი უფლებამოსილება ერთჯერადად დაუთმო პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ლეგიტიმურობა ერთჯერადად გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები






