ჯანდაცვის მინისტრი პრეზიდენტის მიერ პრემიერისთვის ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭებას ეხმაურება. მისი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციებში მონაწილეობა მას არ მიუღია.
“ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და ვფიქრობ, რომ შესაბამისი კონსულტაციები ჩატარდებოდა და გადაწყდებოდა ყველაფერი ისე, როგორც იქნებოდა ქვეყნისთვის საუკეთესო. რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას, ახლაც გამიჭირდება, რომ რაღაც კონკრეტული გითხრათ, იმიტომ, რომ ჩემი რესურსის 100% ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებს მიაქვს. რაც შეეხება კონსულტაციებს მთავრობასა და პრემიერს შორის, მე მასში მონაწილეობა არ მიმიღია. მთავრობის სხდომაზე იყო მსჯელობა, რომ ეს უნდა გადაწყვეტილიყო კონსულტაციის გზით. ამისთვის არსებობს პროფილური სამინისტროები, მე პირადად ამაში მონაწილეობა არ მიმიღია“, - განაცხადა სერგეენკომ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ლეგიტიმურობა ერთჯერადად გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები






