პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ფორმალურს უწოდებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთდჯერადად პრემიერს გადაეცა.
მისი განმარტებით, კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა უფლებამოსილია, საერთაშორისი ხელშეკრულებები გააფორმოს.
"კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დადოს საერთაშორისო შეთანხმებები. შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ასოცირების შეთანხმებისთვის პრემიერ-მინისტრს მოეწერა ხელი. ალბათ იმისთვის, რომ რაიმე ზედმეტი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს, როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტია ასეთი უფლებამოსილების გადაცემა, რაც ალბათ უფრო ფორმალურია, რადგან კონსტიტუციური ნორმების თანახმად, მთავრობა უფლებამოსილია საერთაშორისო ხელშეკრულებები დადოს. თავად ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით არავით პრობლემას არ ქმნის და ეს დამატებითი აქტია, რომელიც ყოველგვარ კითხვის ნიშანს გამორიცხავს", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ლეგიტიმურობა ერთჯერადად გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები






