საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება გადასცა.
„სამარცხვინო კინკლაობის მოსალოდნელი დასასრული!!! ბარემ, პირდაპირ ბერასთვის გადაეცა ხელმოწერის უფლებამოსილება“,- წერს ჩიორა თაქთაქიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
პრეზიდენტმა პრემიერს ხელმოწერის ლეგიტიმურობა ერთჯერადად გადასცა. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ განაცხადა.
„იმისათვის, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის უფლებამოსილება განხორციელდეს ისე, რომ არ დაისვას კითხვის ნიშნები, ხელმოწერის ლეგიტუმორობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გადასცეს პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა დავით პატარაიამ.

მასალის გამოყენების პირობები






