საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ლეგიტიმურობა ერთჯერადად გადასცა. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ განაცხადა.
"როგორც იცით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულება უნდა დაოდოს 27 ივნისს. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერად განისაზღვროს პრემიერ-მინისტრი. იმისათვის, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის უფლებამოსილება განხორციელდეს ისე, რომ არ დაისვას კითხვის ნიშნები, ხელმოწერის ლეგიტუმორობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გადასცეს პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა დავით პატარაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






