“მთავრობის ავკარგიანობის მკაფიო ინდიკატორია მისი დამოკიდებულება უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისადმი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კონფერენციაზე – “დიასპორის დღეები 2014” სიტყვით გამოსვლის დროს.
“ნებისმიერი ხელისუფლებისა და მთავრობის ავკარგიანობის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ინდიკატორია ის, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას თავისი მოქალაქეებისადმი და განსაკუთრებით, იმ მოქალაქეებისადმი, რომლებიც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამა თუ იმ მიზნით იმყოფებიან, რადგან სწორედ ესაა სახელმწიფოებრიობის უდიდესი ამოცანა და უმთავრესი მახასიათებელი ნიშანი, რამდენად ახერხებს იგი იყოს საკუთარი მოქალაქეების გვერდით მაშინ, როდესაც მოქალაქეებს სახელმწიფო სჭირდებათ, სახელმწიფოს მხრიდან მორალური თუ სხვა სახის მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება”, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






