„წინა ხელისუფლებას მოსასმენი აპარატურა ბიძინა ივანიშვილმა შეუძინა, აპარატურის ნაწილი თვითონაც დაიყენა და სააკაშვილს და მერაბიშვილს უსმენდა“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილმა აპარატურაში 35 მილიონი გადაიხადა.
„2004-2005 წლებში ბიძინა ივანიშვილმა „ფილიპსის“ და „სიმენსის“ ფირმებისგან მოსასმენი აპარატურა შეიძინა, რაშიც 35 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა. ივანიშვილმა ეს აპარატურა ვანო მერაბიშვილს და შსს-ს გადასცა და მაგ აპარატურით გვისმენდნენ, მაგრამ ბიძინამ თვითონაც დაიტოვა მოსასმენი აპარატურა და სააკაშვილს და მერაბიშვილს უსმენდა, ანუ ესენი ერთმანეთს კარგა ხანია უსმენენ და მაგ სფეროში ძაღლი პატრონს ვერ სცნობდა“ - განაცხადა ნათელაშვილმა „ასავალ დასავალთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






