_უკრაინელმა ერმა გამოავლინა ურყევი ნება - და მან საბოლოოდ აღიარა დემოკრატიული ფასეულობები, დარჩა ერთგული ევროპული მომავლისა და ამით გასცა პასუხი რუსეთის აგრესიას. რუსულმა პროპაგანდამ წარმოუდგენელი მარცხი განიცადა, რაც პუტინის რეჟიმის გარდაუვალ დასასრულზე მიუთითებს.
_საუბარია რეფორმებზე, რომელსაც უკრაინის ახალი მმართველობა გეგმავს და აქვე ატიურად განიხილება კიევში ახალი პრეზიდენტის მრჩევლად სააკაშვილი, ბენდუქიძე და გიორგი ვაშაძე, ასევე საუბარი იყო გრიგოლ ქათამაძეზეც... ფიქრობთ, რომ კიევი რეფორმების კუთხით სააკაშვილის ხელისუფლების გამოცდილების გაზიარებას აპირებს?
_ქართულ რეფორმებს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელს მსოფლიოში იცნობენ და გასაკვირი არაა, რომ ამ რეფორმების გამტარებელ გუნდს გამოცდილების გაზიარებას სთხოვდნენ. საქართველო წარმატებული პროექტია და მან ერთგვარი რეფორმატორი ქვეყნის ადგილი დაიმკვიდრა საერთაშორისო საზოგადოებაში. მიკვირს, რომ საქართველოს მთავრობაში აღიზიანებთ საკუთარი ერისშვილების წარმატება, მაშინ როდესაც უნდა ეამაყებოდეთ საკუთარი ქვეყნის მიღწევები.
_კონკრეტულად რა რეფორმებზე შეიძლება იყო საუბარი?
_მაგალითად იუსტიციის სახლი ქართული ბრენდია და ბუნებრივია გამოცდილებას იმ პირთაგან გაიზიარებენ ვისაც ის აქვს.
პრეზიდენტ სააკაშვილის, ბენდუქიძისა და გიორგი ვაშაძის მრჩევლების სტატუსთან დაკავშირებით, ამ იდეის ინიციატორს არ დავასწრებდი, უმჯობესია ეს განცხადება მისთვის მიგვენდო. თუმცა ვიტყოდი, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, მითუმეტეს უკიდურესი კრიზისის პირობებში საკმაოდ პროგრესული ნაბიჯია.
_თქვენც ამ მიმართულებით მუშაობთ კიევში ამჟამად?
_ჩემი მისიაც ეს გახლავთ, საკუთარი გამოცდილება მოვახმარო იმ ქვეყანას, რომელსაც ეს სჭირდება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენი ქვეყნის წარმატება გარკვეულწილად ამ ქვეყნის წინსვლაზეცაა დამოკიდებული.
თქვენ კარგად გახსოვთ თუ რაოდენ მოკლე ვადაში შევძელით საჯარო რეესტრის რეფორმირება, სიახლეების დანერგვა, კორუფციის დამარცხება და ბიუროკრატიული ბარიერების მოშლა. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და სახელმწიფო იმიჯზე სწრაფად აისახა.
გამარტივდა ბიზნესის წამოწყების პროცედურა, განვითარდა უძრავი ქონების ბაზარი, მარტივმა სერვისებმა ინვესტორები მოიზიდა.
ეს ყველაფერი უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა, თუმცა ვწუხვარ, რომ ეს ტემპი დაეცა და სერვისები ნაცვლად განვითარებისა უქმდება.
_მიუხედავად წარმატებული საპრეზიდენტო არჩევნებისა, უკრაინა სერიოზულ რეოფრმებს საჭიროებს, ალბათ, ფაქტია, უკრაინელი ხალხი დღეს მკვეთრი რეფორმების მოლოდინშია?
_დღეს უკრაინა დიდი გამოწვევების წინაშე დგას და მხოლოდ მასზეა პირველი სიტყვა, მან უნდა გადადგას საპასუხო ნაბიჯები. კორუფცია სახელმწიფო ეკონიმიკას ფუნდამენტალურად ანგრევს და სახელმწიფო ინსტიტუციებუსადმი ნდობას ამცირებს, ბიუროკრატია და ადმინისტრაციული ბარიერები ქონების ბრუნვას და ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს, რუსეთის აგრესია საფრთხეებს ქმნის და ქვეყანა ვეღარ ვითარდება, ეს კი პუტინის დაუოკებელი სურვილია.
უკრაინის ხანა რეფორმების დაჩქარებაშია, ეს მთავრობის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა მიუხედავად სირთულეებისა მათ ეს ნაბიჯი გადადგეს.
იუსტიციის სახლები მათთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ეს დასავლურ ინვესტიციებს გაზრდის, მიუხედავად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული კონფლიქტისა რეფორმების ტვირთვა ხმამაღალი სიტყვაა ევროპელი პარტნიორებისთვის, ეს სახელმწიფოს ახალ ხედვაზე მიუთითებს.
_თუმცა არსებობს მეორე შემაფერხებელი ფაქტორი რუსეთი, უკრაინას ამ პრობლემის გადაჭრისთვის, პირველ რიგში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა მოუწევს...
_დღეს რუსეთის მისია დნესტრისპირეთამდე სახმელეთო ქამრის გავლებაა, რისი პრევენციაც სწორედ სახელმწიფოს ეკონომიკური მდგრადობა და კონფლიქტის გადაჭრისთვის მზაობა იქნება.
უკრაინის ეკონომიკური წარმატება დემოკრატიზაციის პროცესს და მის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას დააჩქარებს. ბუნებრივია ეს ყოველივე რუსეთის ინტერესებსა და გავლენაზე უარყოფითად აისახება და საქართველო მოკავშირე ქვეყნის ბედს გაიზიარებს.
მეამაყება, რომ დღეს ამ ქვეყანაში, უკრაინულ, ევროპულ და შესაბამისად ქართულ საქმეს ვაკეთებთ.
_ანუ გადაწყვიტეთ, უკრაინას დაეხმაროთ აღმშენებლობის პროცესში? თქვენ რამდენიმე დღის წინ განაცხადეთ, რომ საქართველოში თქვენი პოტენციალი არ იქნა დაფასებული და დღეს მას უკრაინას მოახმართ...
_დღეს ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად გაჩერებულია, მაგრამ მისი ფუნდამენტი ვერ შეირყა, ეს სახელმწიფო ინსტიტუციების ეფექტურ მოწყობასა და ქვეყნის სიმტკიცეზე მეტყველებს, ეს კი კონკრეტული ადამიანების დამსახურებაა. ჩვენს მთავრობას დახვდა პლატფორმა, სადაც მისთვის რეფორმების გაგრძელება ხელსაყრელია, თუმცა დღევანდელი უძრაობა არ ვიცი რას დავაბრალო, უუნარობას თუ განზრახ მავნებლობას.
90-იანმა წლებმა გვაჩვენა რა მოაქვს, რევანშს, დევნას, უსამართლობას და არაკომპეტენტურობას. ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება, რომ დრო ამაში ვფლანგოთ, უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განვავითაროთ სახელმწიფო.
მიუხედავად არსებული პილიტიკური კოშმარისა, იმედი მაქვს მოგვეცემა საშუალება გავაგრძელოთ ქვეყნის შენება.
ამ ეტაპზე კი ვეცდებით ჩვენს მეგობრებს დახმარება გავუწიოთ და ამით საქართველოს მომავალიც ვაშენოთ.
ერთს დავამატებდი, აქ ვიმყოფებით ადამიანები რომელთაც კონკრეტულ საკითხებში წარმატება ვპივეთ, ისინი ვინც საქართველოს მოქმედმა პოლიტიკურმა ძალამ დაიწუნა, დევნა, ლანძღა, სამსახურიდან დაითხოვა ან დაპატიმრება დაუპირა, თუმცა სანთელ-საკმეველი თავის კვალს არ დაკარგავს.
მასალის გამოყენების პირობები






